ნინო მაჭარაშვილის ბლოგი
Saturday, June 17, 2017
ცხრა დღის რეფლექსია
პირველი დღე
ინტელის ტრენინგის პირველი მოდულის პირველი ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო.ამ შეხვედრამ დასაწყისშივე გვიჩვენა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფლობის აუცილებლობა და საჭიროება.რაც მთავარია ტრენერი მარტივად,თანმიმდევრულად და კარგად გვაწვდის ინფორმაციას.
მეორე დღე
მეორე დღის ტრენინგი კიდევ უფრო საინტერესო იყო. შევისწავლეთ ბუკლეტის შექმნა. ავტვირთე ჩემ მიერ შექმნილ ბუკლეტზე პროექტის თემასთან დაკავშირებული სურათები და მნიშვნელოვანი თეზისები.
მესამე დღე
გავწერე პროექტის შესაბამისი სდანდარტები და ინდიკატორები. ასევე ჩამოვაყალიბე
ამ პროექტით მისაღწევი მიზნები. გავეცანიპროექტზე მუშაობისათვის მსგავს დავალებებს. ვისწავლე ,,დრაივში" მუშაობა. მოვინიშნე ვიდეო გაკვეთილების საიტები,გამოცდილებისა და პრაქტიკაში გამოყენების მიზნით.
მეოთხე დღე
ინტელის ტრენინგის მეოთხე დღეს შევისწავლეთ შეფასების ხუთი სტრატეგია. შევარჩიეთ შეფასების სტრატეგიები.გეგმაში ჩავწერეთ ზოგადი ,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
მეხუთე დღე
განვიხილეთ 3 და 4 მოდული. ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე.დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი.
დღევანდელი ტრენინგი ძალიან საინტერესო და პროდუქტიული იყო.
მეექვსე დღე
დღევანდელი დღეც ძალიან ნაყოფიერი იყო.დავასრულეთ და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი
მეშვიდე დღე
ვისაუბრეთ სწავლების სხვადასხვა სტილზე. ვისწავლეთ ასევე ბლოგის დიზაინის შეცვლა. სანიმუშოდ გავეცანით უკვე შექმნილ პროექტის გეგმას.შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი.ვისწავლეთ გაჯეტების ჩასმა.
ტრენინგი იყო საინტერესო, გასაგები და შინაარსიანი.
მერვე დღე
დღევანდელ ტრენინგზე პროექტის გეგმაში შევიტანეთ კვირეების განმავლობაში განსახორციელებელი აქტივობები. გუგლდრაივში შევქმენით პროექტის კითხვარიდა გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.
მეცხრე დღე
დავასრულეთ და გამოვაქვეყნეთ პორტფოლიო. გავაკეთეთ პროექტების პრეზენტაციები, შევაფასეთ კოლეგების გამოსვლები , მათი პრეზენტაციები.
ზოგადად ინტელის ტრენინგები ძალიან საინტრესო იყო.
დიდი მადლობა.
Sunday, June 11, 2017
1.პროექტის სახელწოდება. ,,ალავერდი და ალავერდობა"
2.პროექტის მთავარი იდეა.(თემა) 1-2 წინადადებით: ალავერდის ტაძრის გაცნობა, ცამეტ ასურელ მამათაგან იოსებ ალავერდელის ღვაწლის წარმოჩენა, ინფორმაციის მოძიება ალავერდობის დღესასწაულის შესახებ. გურამ რჩეულიშვილის მოთხრობის გაანალიზება.კავშირი ნაწარმოებსა და ამავე სახელწოდების კინო-ფილმს სორის.
3.პროექტის აქტუალობა.მოსწავლეები გაეცნობიან ალავერდის ტაძრის შექმნის ისტორიას, შეიტყობენ აქ მოღვაწე იოსებ ალავერდელის ღვაწლის შესახებ, მოიძიებენ მასალებს როგორ აღინიშნებოდა ძველ საქართველოში ალავერდობა,შეისწავლიან და გაანალიზებენ გურამ რჩეულიშვილის მოთხრობას ,,ალავერდობა",მოიძიებენ მასალებს მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. მოსწავლეები მოაწყობენ პრეზენტაციას,დაამუშავებენ რეფერატს,დაწერენ ესეს,შექმნიან ფოტო-ალბომს,განათავსებენ ნამუშევრებს ბლოგში,დაამზადებენ ალავერდის ტაძრის მაკეტს,უყურებენ გიორგი შენგელაიას ფილმს ,,ალავერდობა",ჩამოართმევენ ინტერვიუს ფილმის რეჯისორს.გაანალიზებენ, შეინიშნება თუ არა კავშირი ,,ალავერდობასა" და მასზე ათი საუკუნით ადრე დაწერილ ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას" შორის.(სახარებისეული ეპიზოდების გამოძახილი...) შეადარებენ გურამ რჩეულიშვილის მოთხრობის მთავარ გმირსა და ალუდა ქეთელაურს. მოაწყობენ ექსკურსიას კახეთში ალავერდის ტაძრის მოსახილველად.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიების, ანალიზის, ურთიერთთანამშრომლობის, კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციის, დისკუსიის,წერითი და შემოქმედებითი უნარები.
სტანდარტი ესგ:
5.მონაწილეთა ასაკი: 15-16
6.ვადები/ ხანგრძლივობა: 2 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: რეფერატის დამუშავება, სლაიდ-შოუს შექმნა, ესეების პრეზენტაცია, ნამუშევრებისა და ელექტრონული ჯურნალის განთავსება ბლოგში. ტაძრის მაკეტის შექმნა. ფოტო გამოფენა.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის სახელმძღვანელო, ბიბლიოთეკა,რუკა, ფორმატი,თაბახის ფურცლები, კალამი, მასალა მაკეტისათვის.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)გურამ რჩეულიშვილის მოთხრობა ,,ალავერდობის" შესწავლის შემდეგ, მოსწავლეებს შევთავაზე პროექტზე მუშაობა. დავუსახელე მათ პროექტის რამდენიმე სათაური. მოსწავლეთა უმრავლესობამ გადაწვიტა გვემუშავა პროექტზე ,,ალავერდი და ალავერდობა"
კლასი დავყავი რამდენიმე ჯგუფად და გადავანაწილე დავალებები.
ერთმა ჯგუფმა მოიძია ინფორმაციები იოსებ ალავერდელის,გურამ რჩეულიშვილის მოღვაწეობის, ტაძრის დაარსებისა და ალავერდობის დღესაწაულის შესახეხებ.
მეორე ჯგუფმა დაამუშავა რეფერატი, შექმნა ტაძრის მაკეტი,მოაწყო ესეების პრეზენტაცია,წარმოადგინა სლაიდ-შოუ.
მეოთხე ჯგუფმა ინტერვიუ ჩამოართვა ფილმის რეჯისორს გიორგი შენგელაიას. მოაწყვეს ფოტო- გამოფენა.
დასვნით ეტაპზე ოთხივე ჯგუფმა შექმნა ელექტონული ჟურნალი და ნამუშევრები განათავსეს ბლოგზე.
10.საგნებთან(საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის გამოყენება. ქართული, ისტორია, ხელოვნება, საინფორმაციო ტექნოლოგიები.
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნინო მაჭარაშვილი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა. ninomacharashvili5@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგიninomacharashvili5.blogspot.com

მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა:
· არგუმენტირებული მსჯელობა სხვადასხვა ჟანრის მხატვრულ ტექსტებში გამოვლენილი მსოფლმხედველობრივი საკითხებისა და ლიტერატურული თავისებურებების შესახებ;
· ლიტერატურულ ნაწარმოებზე სუბიექტური მოსაზრების ჩამოყალიბება და წარმოჩენა;
· ლიტერატურულ ნაწარმოებებში მხატვრული აზროვნების ფორმების იდენტიფიცირება, შედარება, შეპირისპირება, დაკავშირება და ანალიზი;
· სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურული ტექსტის შექმნის პროცესში ცხოვრებისეული და შემოქმედებითი გამოცდილების რეალიზება;
· წერილობით ტექსტებში საკუთარი პოზიციისა და ღირებულებითი დამოკიდებულებების სხვადასხვა ლიტერატურული ფორმით წარმოჩენა;
6.ვადები/ ხანგრძლივობა: 2 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: რეფერატის დამუშავება, სლაიდ-შოუს შექმნა, ესეების პრეზენტაცია, ნამუშევრებისა და ელექტრონული ჯურნალის განთავსება ბლოგში. ტაძრის მაკეტის შექმნა. ფოტო გამოფენა.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის სახელმძღვანელო, ბიბლიოთეკა,რუკა, ფორმატი,თაბახის ფურცლები, კალამი, მასალა მაკეტისათვის.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)გურამ რჩეულიშვილის მოთხრობა ,,ალავერდობის" შესწავლის შემდეგ, მოსწავლეებს შევთავაზე პროექტზე მუშაობა. დავუსახელე მათ პროექტის რამდენიმე სათაური. მოსწავლეთა უმრავლესობამ გადაწვიტა გვემუშავა პროექტზე ,,ალავერდი და ალავერდობა"
კლასი დავყავი რამდენიმე ჯგუფად და გადავანაწილე დავალებები.
ერთმა ჯგუფმა მოიძია ინფორმაციები იოსებ ალავერდელის,გურამ რჩეულიშვილის მოღვაწეობის, ტაძრის დაარსებისა და ალავერდობის დღესაწაულის შესახეხებ.
მეორე ჯგუფმა დაამუშავა რეფერატი, შექმნა ტაძრის მაკეტი,მოაწყო ესეების პრეზენტაცია,წარმოადგინა სლაიდ-შოუ.
მეოთხე ჯგუფმა ინტერვიუ ჩამოართვა ფილმის რეჯისორს გიორგი შენგელაიას. მოაწყვეს ფოტო- გამოფენა.
დასვნით ეტაპზე ოთხივე ჯგუფმა შექმნა ელექტონული ჟურნალი და ნამუშევრები განათავსეს ბლოგზე.
10.საგნებთან(საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის გამოყენება. ქართული, ისტორია, ხელოვნება, საინფორმაციო ტექნოლოგიები.
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნინო მაჭარაშვილი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა. ninomacharashvili5@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგიninomacharashvili5.blogspot.com
Subscribe to:
Posts (Atom)
ინტელის ტრენინგი
21 სანახავად გადადით ბმულზე /
-
https://www.blogger.com/blogger.g?blogID=4427979592814035681#editor/target=post;postID=5486735347184739725;onPublishedMenu=allposts;onClosed...