2.პროექტის მთავარი იდეა.(თემა) 1-2 წინადადებით: ალავერდის ტაძრის გაცნობა, ცამეტ ასურელ მამათაგან იოსებ ალავერდელის ღვაწლის წარმოჩენა, ინფორმაციის მოძიება ალავერდობის დღესასწაულის შესახებ. გურამ რჩეულიშვილის მოთხრობის გაანალიზება.კავშირი ნაწარმოებსა და ამავე სახელწოდების კინო-ფილმს სორის.
3.პროექტის აქტუალობა.მოსწავლეები გაეცნობიან ალავერდის ტაძრის შექმნის ისტორიას, შეიტყობენ აქ მოღვაწე იოსებ ალავერდელის ღვაწლის შესახებ, მოიძიებენ მასალებს როგორ აღინიშნებოდა ძველ საქართველოში ალავერდობა,შეისწავლიან და გაანალიზებენ გურამ რჩეულიშვილის მოთხრობას ,,ალავერდობა",მოიძიებენ მასალებს მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. მოსწავლეები მოაწყობენ პრეზენტაციას,დაამუშავებენ რეფერატს,დაწერენ ესეს,შექმნიან ფოტო-ალბომს,განათავსებენ ნამუშევრებს ბლოგში,დაამზადებენ ალავერდის ტაძრის მაკეტს,უყურებენ გიორგი შენგელაიას ფილმს ,,ალავერდობა",ჩამოართმევენ ინტერვიუს ფილმის რეჯისორს.გაანალიზებენ, შეინიშნება თუ არა კავშირი ,,ალავერდობასა" და მასზე ათი საუკუნით ადრე დაწერილ ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას" შორის.(სახარებისეული ეპიზოდების გამოძახილი...) შეადარებენ გურამ რჩეულიშვილის მოთხრობის მთავარ გმირსა და ალუდა ქეთელაურს. მოაწყობენ ექსკურსიას კახეთში ალავერდის ტაძრის მოსახილველად.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიების, ანალიზის, ურთიერთთანამშრომლობის, კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციის, დისკუსიის,წერითი და შემოქმედებითი უნარები.
სტანდარტი ესგ:
მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა:
· არგუმენტირებული მსჯელობა სხვადასხვა ჟანრის მხატვრულ ტექსტებში გამოვლენილი მსოფლმხედველობრივი საკითხებისა და ლიტერატურული თავისებურებების შესახებ;
· ლიტერატურულ ნაწარმოებზე სუბიექტური მოსაზრების ჩამოყალიბება და წარმოჩენა;
· ლიტერატურულ ნაწარმოებებში მხატვრული აზროვნების ფორმების იდენტიფიცირება, შედარება, შეპირისპირება, დაკავშირება და ანალიზი;
· სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურული ტექსტის შექმნის პროცესში ცხოვრებისეული და შემოქმედებითი გამოცდილების რეალიზება;
· წერილობით ტექსტებში საკუთარი პოზიციისა და ღირებულებითი დამოკიდებულებების სხვადასხვა ლიტერატურული ფორმით წარმოჩენა;
6.ვადები/ ხანგრძლივობა: 2 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: რეფერატის დამუშავება, სლაიდ-შოუს შექმნა, ესეების პრეზენტაცია, ნამუშევრებისა და ელექტრონული ჯურნალის განთავსება ბლოგში. ტაძრის მაკეტის შექმნა. ფოტო გამოფენა.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის სახელმძღვანელო, ბიბლიოთეკა,რუკა, ფორმატი,თაბახის ფურცლები, კალამი, მასალა მაკეტისათვის.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)გურამ რჩეულიშვილის მოთხრობა ,,ალავერდობის" შესწავლის შემდეგ, მოსწავლეებს შევთავაზე პროექტზე მუშაობა. დავუსახელე მათ პროექტის რამდენიმე სათაური. მოსწავლეთა უმრავლესობამ გადაწვიტა გვემუშავა პროექტზე ,,ალავერდი და ალავერდობა"
კლასი დავყავი რამდენიმე ჯგუფად და გადავანაწილე დავალებები.
ერთმა ჯგუფმა მოიძია ინფორმაციები იოსებ ალავერდელის,გურამ რჩეულიშვილის მოღვაწეობის, ტაძრის დაარსებისა და ალავერდობის დღესაწაულის შესახეხებ.
მეორე ჯგუფმა დაამუშავა რეფერატი, შექმნა ტაძრის მაკეტი,მოაწყო ესეების პრეზენტაცია,წარმოადგინა სლაიდ-შოუ.
მეოთხე ჯგუფმა ინტერვიუ ჩამოართვა ფილმის რეჯისორს გიორგი შენგელაიას. მოაწყვეს ფოტო- გამოფენა.
დასვნით ეტაპზე ოთხივე ჯგუფმა შექმნა ელექტონული ჟურნალი და ნამუშევრები განათავსეს ბლოგზე.
10.საგნებთან(საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის გამოყენება. ქართული, ისტორია, ხელოვნება, საინფორმაციო ტექნოლოგიები.
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნინო მაჭარაშვილი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა. ninomacharashvili5@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგიninomacharashvili5.blogspot.com
No comments:
Post a Comment