Saturday, June 17, 2017

ცხრა დღის რეფლექსია

     

                                           პირველი დღე

       ინტელის  ტრენინგის პირველი მოდულის პირველი ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო.ამ შეხვედრამ დასაწყისშივე გვიჩვენა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფლობის აუცილებლობა და საჭიროება.
        რაც მთავარია ტრენერი მარტივად,თანმიმდევრულად და კარგად გვაწვდის ინფორმაციას.

                                                  მეორე დღე

     მეორე დღის ტრენინგი კიდევ უფრო საინტერესო იყო. შევისწავლეთ ბუკლეტის შექმნა. ავტვირთე ჩემ მიერ შექმნილ ბუკლეტზე პროექტის თემასთან დაკავშირებული სურათები  და მნიშვნელოვანი თეზისები.

                                               მესამე დღე

     გავწერე პროექტის შესაბამისი სდანდარტები და ინდიკატორები. ასევე ჩამოვაყალიბე
ამ პროექტით მისაღწევი მიზნები. გავეცანიპროექტზე მუშაობისათვის მსგავს დავალებებს. ვისწავლე ,,დრაივში" მუშაობა. მოვინიშნე ვიდეო გაკვეთილების საიტები,გამოცდილებისა და პრაქტიკაში გამოყენების მიზნით.

                                             მეოთხე დღე

      ინტელის ტრენინგის მეოთხე დღეს შევისწავლეთ შეფასების  ხუთი სტრატეგია. შევარჩიეთ შეფასების სტრატეგიები.გეგმაში ჩავწერეთ ზოგადი ,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.

                                              მეხუთე დღე

        განვიხილეთ 3 და 4 მოდული. ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე.დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი.
  დღევანდელი ტრენინგი ძალიან საინტერესო და პროდუქტიული იყო.
                                  

                                           მეექვსე დღე 


     დღევანდელი დღეც ძალიან ნაყოფიერი იყო.დავასრულეთ და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი

                                           მეშვიდე დღე

         ვისაუბრეთ სწავლების სხვადასხვა სტილზე. ვისწავლეთ ასევე ბლოგის დიზაინის შეცვლა. სანიმუშოდ გავეცანით  უკვე შექმნილ პროექტის გეგმას.შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი.ვისწავლეთ გაჯეტების ჩასმა.
     ტრენინგი იყო საინტერესო, გასაგები და შინაარსიანი.

                                           მერვე დღე

       დღევანდელ ტრენინგზე  პროექტის გეგმაში შევიტანეთ კვირეების განმავლობაში  განსახორციელებელი აქტივობები. გუგლდრაივში შევქმენით პროექტის კითხვარიდა გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.

                                             მეცხრე დღე

     დავასრულეთ და გამოვაქვეყნეთ პორტფოლიო. გავაკეთეთ პროექტების პრეზენტაციები, შევაფასეთ კოლეგების გამოსვლები , მათი პრეზენტაციები.
     ზოგადად ინტელის ტრენინგები ძალიან საინტრესო იყო.
      დიდი მადლობა.




No comments:

Post a Comment

ინტელის ტრენინგი

21 სანახავად გადადით  ბმულზე /